იურიდიული საკითხები:

BMW ჯგუფი მოხარულია მისი პროდუქციისადმი თქვენი ინტერესით და თქვენი ჩვენს ვებგვერდზე სტუმრობით.
საკონტაქტო მონაცემები: 
customer.service@bmw.com
მონაცემთა დაცვა.
ჩვენი ვებგვერდები შექმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და გათვალისწინებულია ამ ქვეყნების წარმომადგენლობისათვის. თქვენს მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია შენახული და გამოყენებული იქნება იმ ქვეყნის კანონების შესაბამისად, სადაც განთავსებულია ვებგვერდი.
ქუქი
„ქუქი“ არის მცირე ზომის ტექსტი, რომელიც გადმოიწერება თქვენს მყარ დისკზე ვებგვერდის მიერ. „ქუქი“ არ აყენებს რაიმე ზიანს კომპიუტერს და არ მოიცავს ვირუსებს. ჩვენი ვებგვერდის „ქუქი“ არ აგროვებს თქვენს შესახებ რაიმე პირად მონაცემებს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაბლოკოთ „ქუქის“ გამოყენება თქვენს ბრაუზერში დაყენებული პარამეტრების საშუალებით. როგორც წესი, „ქუქი“ ჩვენს ვებგვერდებზე გამოიყენება მხოლოდ თქვენი სეანსის ხანგრძლივობისათვის ანონიმური, სტატისტიკური შეფასებისა და მომხმარებლისადმი მეგობრული დამოკიდებულების გაუმჯობესების მიზნით. ვებგვერდის განსაზღვრულ სექციებში „ქუქი“ პერიოდულად გამოიყენება დამატებითი მიზნებისთვისაც. თქვენ გეცნობებათ ამის შესახებ თუკი ერთ-ერთ ასეთ სექციაში შეხვალთ
სავაჭრო ნიშნები.
თუ სხვაგვარად არ არის მითითებული აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული ყველა სავაჭრო ნიშანი, მათ შორის ნიშნები, მოდელის სახელწოდება, ლოგო და ემბლემა ექვემდებარება BMW AG-ს სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებულ უფლებებს.
ლიცენზიები
BMW ჯგუფი ისწრაფვის შექმნას თანამედროვე და ინფორმაციის მომცველი ვებგვერდი. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ BMW ჯგუფი ვალდებულია დაიცვას თავისი ინტელექტუალური საკუთრება მათ შორის პატენტი, სამარკო ნიშანი და საავტორო უფლებები. შესაბამისად აღნიშნული ვებგვერდის საშუალებით არ გაიცემა არანაირი ლიცენზია BMW ჯგუფის ინტელექტუალური საკუთრების ან მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ინფორმაცია პროდუქციის შესახებ.
აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული მთელი ინფორმაცია, სპეციფიკაციები და ილუსტრაციები ემყარება პროდუქციის შესახებ მისი გამოშვების დროისათვის არსებულ ბოლო ინფორმაციას. BMW AG, მიუნხენი, გერმანია ინარჩუნებს უფლებას ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილება ფერებში, მასალაში, აღჭურვილობაში, სპეციფიკაციასა და მოდელში და არ არის პასუხისმგებელი ბეჭდვით შეცდომაზე. ამგვარი ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს ავტომანქანის ფასსა და მის შემადგენელ ნაწილებს. BMW იურიდიული მოთხოვნის შესაბამისად განსაზღვრავს მოდელის გამოშვების პერიოდთან დაკავშირებულ მითითებებს. რომელიმე კონკრეტული მოდელის გამოშვების პერიოდი შეიძლება იყოს თორმეტ თვეზე მეტი ან ნაკლები.
სურათზე გამოსახულ ზოგიერთ ავტომანქანას შესაძლოა ჰქონდეს ისეთი აღჭურვილობა, რომელიც არ იყიდება თქვენს ქვეყანაში. ზოგიერთ მოდელს შესაძლოა გააჩნდეს არასტანდარტული აღჭურვილობა. დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია თქვენს ქვეყანაში არსებულ BMW-ს ცენტრში.
საავტორო უფლებები.
© საავტორო უფლება BMW AG, მიუნხენი, გერმანია. საავტორო უფლებები დაცულია. ტექსტი, გამოსახულება, კომპიუტერული გრაფიკა, ხმის ფაილი, ანიმაციური ფაილი, ვიდეო ფაილი და მათი განთავსება BMW ჯგუფის ვებგვერდზე ექვემდებარება საავტორო უფლებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ კანონს. აკრძალულია აღნიშნული ფაილების გადაწერა კომპიუტერული გამოყენებისა და გავრცელების მიზნით, ასევე როგორც მათი მოდიფიცირება ან ხელმეორედ გადაგზავნა სხვა ვებგვერდებზე. ზოგიერთ BMW ვებგვერდზე შესაძლებელია განთავსებული იყოს გამოსახულებები, რომლის საავტორო უფლება ეკუთვნის მესამე მხარეს.
გარანტიები, პასუხისმგებლობა.
აღნიშნულ ვებგვერდებზე ინფორმაცია მოწოდებულია „როგორც არის“ და ყოველგვარი გამოთქმული ან ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე, რომელიც გულისხმობს და არა მარტო, საქონელის ვარგისიანობის გარანტიას, კონკრეტული მიზნისათვის გამოყენების ვარგისიანობას ან მესამე მხარის უფლებების დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებული ინფორმაცია ითვლება ზუსტად, მასში შესაძლებელია იყოს შეცდომა ან უზუსტობა. BMW AG არ არის პასუხისმგებელი რომელიმე პირის წინაშე რაიმე სპეციალურ, არაპირდაპირ თუ პირდაპირ ზარალზე, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ მასალასთან, თუ აღნიშნული ზარალი არ არის გამოწვეული უხეში წესების დარღვევისა და განზრახ არასათანადო ქცევის შედეგად. BMW AG არ აგებს პასუხს ვებგვერდზე მესამე მხარის მიერ განთავსებულ შინაარსზე და არ იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული ვებგვერდიდან სხვა ვებგვერდებთან კავშირზე.